ნინი ჭაჭია – ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი

20 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფსიქოთერაპიაში.

ვმუშაობ მოზარდებთან, ზრდასრულებთან და წყვილებთან — პირისპირ და ონლაინ ფორმატში.
ჩემი პრაქტიკა მოიცავს კლიენტებთან მუშაობის გამოცდილებას როგორც საქართველოდან, ისე სხვადასხვა ქვეყნიდან.

მუშაობის ენა – ქართული, ინგლისური, რუსული.

პროექტები და ინიციატივები

„კრიტიკული აზროვნების სკოლის“ დამფუძნებელი საქართველოში —
სივრცის, რომელიც აერთიანებს განათლებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერას ბავშვებისთვის, მოზარდებისთვისა და ზრდასრულებისთვის.

კრიტიკული აზროვნების სკოლა ფუნქციონირებს , როგორც მენტალური ჯანმრთელობისა და განვითარების ცენტრი, სადაც ხორციელდება თერაპიული, საგანმანათლებლო და მხარდამჭერი პროგრამები, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის ფორმატში – https://criticalthinking.ge.

HARA LAB-ის დამფუძნებელი — პიროვნული ზრდისა და არაფორმალური განათლების პლატფორმის (აშშ, ტეხასის შტატი).

HARA LAB არ წარმოადგენს ფსიქოთერაპიულ სერვისს და ორიენტირებულია
თვითრეფლექსიაზე, ემოციურ ცნობიერებაზე, პიროვნულ განვითარებასა და საგანმანათლებლო პროგრამებზე.

მუშოაბის ფორმატი – პირისპირ და ონლაინ.

მისია

შევქმნა უსაფრთხო სივრცე, სადაც ადამიანი — იქნება ის ბავშვი თუ ზრდასრული — აღმოაჩენს საკუთარ უნიკალურ გზას განვითარებისა და კეთილდღეობისკენ.
ვმუშაობ ინდივიდუალურად, სიღრმისეულად და თამაშის ძალაზე დაყრდნობით, რათა ფსიქოთერაპია, ქოუჩინგი და სწავლა იქცეს ნამდვილ გამოცდილებად.

ხედვა

ხელი შევუწყო ისეთი სამყაროს შექმნას, სადაც ბავშვები და მოხარდები აზროვნებენ, თამაშობენ და თავისუფლები არიან;
ხოლო ზრდასრულები — სიყვარულით და გადაწყვეტილებით უბრუნდებიან საკუთარ თავთან, რათა იცხოვრონ ავთენტურად.


ვქმნით ამ სამყაროს ერთად — ერთი ადამიანი, ერთი ისტორია, ერთი სანდო კავშირი თითოეულ ნაბიჯზე.

ჩემი მამოძრავებელი ძალა

მჯერა, რომ თითოეული ადამიანი თავის ბედნიერებას თავად ქმნის —
არა იმიტომ, რომ გზა მარტივია, არამედ იმიტომ, რომ ცვლილება შესაძლებელია.

მჯერა, რომ თითოეული ისტორია ინდივიდუალურია და სწორედ ამიტომ ჩემს საქმეში არ ვეყრდნობი მხოლოდ თეორიებსა და არსებულ შაბლონებს.
ვეყრდნობი ადამიანის მიერ განვლილ გზას, მის გამოცდილებასა და სამყაროს სიღრმისეულ გაგებას, და ვეხმარები იპოვოს საკუთარი ცხოვრების კონსტრუირების ყველაზე შესაფერისი ინსტრუმენტები და ხედვები.

მჯერა, რომ ფსიქოთერაპია და განათლება არ არის მხოლოდ კონკრეტული პრობლემის გადაჭრა ან ცოდნის მიცემა — ეს არის ადამიანის შიდა ავტორის გაცოცხლება. და ეს ხდება იქ, სადაც არსებობს გულწრფელი კავშირი, სითბო და სივრცე – სადაც შეგიძლია იყო ის, ვინც ხარ.

ვქმნი გარემოს, სადაც შესაძლებელია:

– თბილი, ინდივიდუალურად მორგებული სამუშაო – კონსულტაცია, ფსიქოთერაპია თუ ქოუჩინგი.

– არა სტანდარტული, არამედ შენზე მორგებული ცვლილება

– და გზა, რომელიც გიბრუნებს საკუთარ შინაგან სინათლეს