ჩემი მუშაობის მთავარი ამოცანაა, კლიენტს დავეხმარო საკუთარი თავის მიღებასა და გააზრებაში, საკუთარი თავის მართვის უნარების განვითარებასა და მიზანზე ორიენტირებული ქცევის ჩამოყალიბებაში. თვითრეალიზებისთვის საკუთარი შესაძლებლობების გააზრება და გამოყენება ადამიანს შესაძლებლობას აძლევს ბედნიერი იყოს. ინდივიდუალური მუშაობის დროს ვიყენებ სხვადასხვა ტექნიკებსა, თუ პრაქტიკას. სეანსების რაოდენობა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, თუმცა საშუალოდ, შეიძლება ითქვას, რომ 8-12 სეანსი საკმარისია კონკრეტული ამოცანის/გამოწვევის გადასალახად.
ჩემთვის პრიორიტეტულ მიმართულებას განეკუთვნება სტრესი და მასთან დაკავშირებული პრობლემები:
- შფოთვა
- დეპრესია
- ძილის დარღვევები
- ფობიები (შიშები)
- ქცევითი აშლილობები
- ადაპტაციის დარღვევები
- სოციალური ფობიები
- კვებითი დარღვევები
- სხვადასხვა სახის ადიქციები
- სტრესის შედეგად აღმოცენებული ფსიქოსომატური დაავადებები
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებისა, ასევე ვმუშაობ ურთიერთობების პრობლემებზე, იქნება ეს წყვილებს შორის ურთიერთობის პრობლემა, შვილებთან ურთიერთობა, თუ სხვა.
მუშაობის ფორმატი: პირისპირ ან ონლაინ
ხანგრძლივობა: 1 საათი
მომსახურების ღირებულება: 100 ლარი